მერაბ რატიშვილი ქალთა ევროპის ჩემპიონატს მოემსახურება

მერაბ რატიშვილი ქალთა ევროპის ჩემპიონატს მოემსახურება

ევროპის 2019 წლის ქალთა ჩემპიონატისთვის ფიბა-მ მსაჯ-კომისრები შეარჩია. მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაციის რჩეულთა შორის მოხვდა ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი მერაბ რატიშვილი, რომელიც ბოლო წლებში აქტიურადაა ჩართული ევროპის როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო ტურნირებში.

ევროპის 2019 წლის ჩემპიონატი 27 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მას 2 ქვეყანა – ლატვია და სერბეთი უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპის თამაშები ლატვიის დედაქალაქ რიგასა და სერბულ ზრენიანინსა და ნიშში გაიმართება. ჯგუფებიდან გასული გუნდები სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გადაინაცვლებენ, სადაც პლეი ოფის მატჩები და ფინალური შეხვედრა გაიმართება.

ევროპის ქალთა უმთავრეს სანაკრებო ტურნირზე ფიბა-ს ნომინაცია რატიშვილმა უკვე მიიღო, ხოლო კონკრეტულად რომელ მატჩებს უკომისრებს, ევრობასკეტის წინა დღეებში გაირკვევა.