მეტრეველი ახალ გუნდში ყოჩაღობს

მეტრეველი ახალ გუნდში ყოჩაღობს

ნიკა მეტრეველი ნელ–ნელა უშინაურდება სერია A-ს ბინადარ „დინამო სასარის“. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა მორიგ მატჩებში თავი გამოიჩინა. „კალიარის თასის“ მატჩებში მეტრეველმა ჯამში 15 ქულა მოაგროვა და მისი კარგი გამოსვლა არც იტალიელ ჟურნალისტებს გამორჩენიათ.
 
ამხანაგური ტურნირის ნახევარფინალში „დინამომ“ სერბული „პარტიზანი“ 81:76 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდ–ცენტრმა ამ შეხვედრაში 8 ქულა მიითვალა, ხოლო ქართული პასპორტის მქონე მისმა თანაგუნდელმა ქუინტონ ჰოსლიმ 14 ქულას მოუყარა თავი.
 
„დინამო“ ფინალში იტალიის მოქმედ ჩემპიონსა და საუკეთესო გუნდ „სიენას“ შეხვდა. სხვათა შორის, უკვე 4 წელია მეტრეველი სწორედ „სიენას“ საკუთრებაა და განათხოვრების წესით თამაშობს სხვადასხვა გუნდებში. იტალიურ გრანდს დინამოელებმა პირველი ტაიმი 30:28 მოუგეს და საერთოდაც, გვარიანი წინაათმდეგობა გაუწიეს. ნიკა მეტრეველმა სიენელებს 7 ქულა ჩაუგდო, ხოლო ჰოსლის ანგარიშზე 13 გახლდათ.  საბოლოოდ „მონტეპასკიმ“ ბო მაკალების აქტიურობით მაინც იმარჯვა და შეხვედრასთან ერთად „კალიარის“ თასი“ დაისაკუთრა. საბოლოო ანგარიშია 64:54.
 

ეს–ესაა, ნიკა მეტრეველმა “პარტიზანის” მოთამაშეს დააფარა