მეტრეველი იტალიაში უმაღლესისთვის იბრძვის

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ნიკა მეტრეველის „რიმინი“ იტალიის სერია B–დან უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად იბრძვის. რიმინელებმა რეგულარულ ჩემპიონატში მე–3 ადგილი დაიკავეს და მეექვსეზე გასულ „ვეროლის“ მეოთხედფინალურ სერიაში ხვდება.
 
სერია სამ გამარჯვებამდე გრძელდება, მეტრეველის გუნდს კი წარმატებამდე ერთი მოგებაღა აკლია. „რიმინიმ“ პირველი ორი შეხვედრა შინ დსამაჯერებლად მოუგეს მეტოქეს – 76:59 და 66:58, სტუმრად გამართული მატჩი კი 63:71 წააგეს.
 
პირველ მატჩში მეტრეველმა 14 წუთს ითამაშა და 8 ქულა (7-დან 4 ორქულიანი), 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.მეორე შეხვედრაში მეტრეველს 11 წუთი დაუთმეს, რა დროშიც მან 3 ქულა (ორქულიანი და საჯარიმო), 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სტუმრად გამართულ თამაშში ნიკა სათადარიგო იყო და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
 
სერიის მომდევნო მატჩი კვლავ „ვეროლის“ მოედანზე გაიმართება და თუკი მასპინძლები იმარჯვებენ, მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა რიმინიში ჩატარდება.