მეტრეველი მამა გახდა, სანიკიძე – ტურის საუკეთესო მომხსნელი

მეტრეველი მამა გახდა, სანიკიძე – ტურის საუკეთესო მომხსნელი

იტალიაში მოთამაშე ქართველებს წარმატებული დღე ჰქონდათ. გაიმარჯვა მანუჩარ მარკოიშვილისა და ტრავმირებული გიორგი შერმადინის „კანტუმ, ასევე წარმატებას მიაღწია ვიქტორ სანიკიძის „კანადუიან სოლარმა“
ვიქტორ სანიკიძე სულაც ტურის საუკეთესო მომხსნელი გახსა. „სკავოლინისთნ“ დამართულ შეხვედრაში მან ფარიდან ასხლეტილი ბურთი 12-ჯერ მოხსნა, რაც ტურის 8-ვე შეხვედრაში საუკეთესო მაჩვენებელია.
სანიკიძეს სეზონის მე-12 ორმაგ დუბლამდე ერთადერთი ქულა დააკლდა. მან 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 4-ვე სამიანი კი ააცილა და 9 ქულას დასჯერდა. 9 ქულასა და 12 მოხსნასთან ერთად სანიკიძეს 2 პასი და 1 დაფარებაც ჰქონდა. ეს სრულიად საკმარისი იყო, რომ ქართველ ფორვარდს თავისიანთაგან საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი (16) ჰქონოდა.
რაც მთავარია, სანიკიძეს გარჯა დაუფასდა და მისმა გუნდმა ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტ „სკავოლინის“ მოუგო – 73:64. ამ მატჩის შემდეგ ეს 2 გუნდი ცხრილში ქულებით გათანაბრდა. „კანადიან სოლარი“ და „სკავოლინი“ V-VI ადგილებს იყოფენ.

მეორე ადგილს ინარჩუნებს „ბენეტ ჯანტუ“ კანტუელებმა იტალიური სერია „ა“-ს ერთ-ერთ აუტსაიდერ „ბიელასთან“ სტუმრად დიდი ბრძოლა გადაიტანეს. მთელი თამაშის მანძილზე მასპინძლები არ ნებდებოდნენ და უმეტესად ისინი ლიდერობდნენ. კანტუელებმა გამარჯვების მოპოვება ბოლო წამებზე მოახერხეს. საბოლოო ანგარიშია 77:76.
ქართველმა უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მარკოიშვილმა 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მანუჩარს 3 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, ფარიდან ასხლეტილ ბურთი კი ერთხელაც ვერ მოხსნა.
ნიკა მეტრეველის გარეშე ითამაშა და გათამაშების ლიდერ „სიენასთან“ სტუმრად დამარცხდა „დინამო სასარი“. ქართველი ფორვარდი თბილისში 2 დღით ჩამოვიდა. მიზეზი სასიხარულოა – ნიკა მეტრეველი მამა გახდა, რასაც კალათბურთის ფედერაცია გულითადად ულოცავს.

“ბიელასთან” წუთშესვენებაზე