მეტრეველი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

მეტრეველი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

ნიკა მეტრეველი მორიგი კარგი თამაში იტალიის ნაციონალ A-ში. ქართველი ფორვარდი თავის გუნდ „პაფონი ომენას“ სტუმრად „ვიოლას“ დამარცხებაში დაეხმარა. დაძაბული მატჩი საბოლოოდ სტუმართა სასარგებლოდ – 77:73 დასრულდა. მეტრეველისთვის ეს „პაფონში“ 4–დან მე–4 გამარჯვება იყო.
 

 
მეტრეველი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 6–დან 5 ორქულიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 12 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად მეტრეველმა 7 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა და საბოლოოდ ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (16) დააგროვა.
 
„პაფონს“ 11 მოგება და 8 მარცხი აქვს. „ვიოლას“ ძლევის შემდეგ მეტრეველის გუნდმა ცხრილში „არკანტეას“ გადაასწრო და მე–7 ადგილზე განთავსდა. მომდევნო მატჩს პაფონელები 3 თებერვალს, სტუმრად, „ბრანდინისთან“ გამართავენ.