მეტრეველის 10 ქულა მარცხიან მატჩში

მეტრეველის 10 ქულა მარცხიან მატჩში

ნიკა მეტრეველის „პაფონი ომენამ“ იტალიის რანგით მესამე ლიგაში მარცხი განიცადა. მორიგი ტურის მატჩში პაფონელებმა ცხრილში მათზე დაბლა მყოფ „ფერარას“ უმასპინძლეს და 59:65 წააგეს.
 
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 23 წუთი გაატარა. მეტრეველმა 5-დან 1 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაშ 10 ქულა შეადგინა. ამასთან ქართველმა ფორვარდმა 5 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მიითვალა. პაფონელთაგან ბომბარდირი სტეფანო მასკიარდი გახდა, რომელმაც 12 ქულა მოაგროვა.
 
13 მოგებისა და ამდენივე წაგების მქონე „პაფონი“ ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება.