მეტრეველის 17 ქულა და ზედიზედ მე-5 გამარჯვება

მეტრეველის 17 ქულა და ზედიზედ მე-5 გამარჯვება

რაც ნიკა მეტრეველი იტალიურ „პაფონი ომენაში“ გადავიდა, თითქმის ყველა მატჩში საუკეთესოა, მისმა გუნდმა კი ყველა შეხვედრა მოიგო. პაფონელების მორიგი მსხვერპლი „პირენცე“ აღმოჩნდა, რომელიც მეტრეველის გუნდმა სტუმრად 81:72 დაამარცხა.
 
მეტრეველი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 6 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ნიკამ 17 ქულა მოაგროვა, რასაც 8 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრაც მოაყოლა. ქართველზე 2 ქულით მეტი მოაგროვა პაფონელმა ჯაკომო მარიანიმ, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიციენტით (22) ნიკამ ყველას აჯობა.
 
მეტრეველის გუნდი ცხრილში მნიშვნელოვნად დაწინაურდა. 12 მოგებითა და 8 მარცხით „პაფონი ომენა“ მე-3 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში მეტრეველი გუნდი ისვენებს, ხოლო, 17 თებერვალს „ბენაკუისტას“ დაუპირისპირდება.