მეტრეველის 19-მა ქულამ პაფონის სტამრად ვერ უშველა

მეტრეველის 19-მა ქულამ პაფონის სტამრად ვერ უშველა

ნიკა მეტრეველის პირველი მარცხი იტალიაში. რაც იტალიურ „პაფონი ომენაში“ გადავიდა, ქართველი ფორვარდის გუნდმა პირველად წააგო. მეტრეველს აქამდე 4 მატჩი ჰქონდა ნათამაშევი „პაფონი ომენას“ მაისურით და ყველაში გამარჯვებული გამოვიდა.
 
მეხუთე შეხვედრა პაფონელებმა გუშინ გამართეს, რომელშიც სტუმრად „ლატინას“ დაუპირისპირდნენ და 79:88 დამარცხდნენ. ქართველი ფორვარდი 19 ქულით საუკეთესო იყო, მაგრამ გამარჯვებისთვის საკმარისი ეს არ აღმოჩნდა.
 
12 მოგების წილ პაფონელებს 9 მარცხი აქვთ და ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო დაპირისპირება მეტრეველის გუნდს 23 თებერვალს, „სან სევეროსთან“ ელის.