მეტრეველმა “დინამოს” “ოლიმპიაკოსთან” 3 ქულა მიაშველა

მეტრეველმა “დინამოს” “ოლიმპიაკოსთან” 3 ქულა მიაშველა

ამხანაგურ მატჩებს განაგრძობს „დინამო სისარი“, რომელიც ამ სეზონში იტალიის სერია A–ში პირველად იასპარეზებს. მოგეხსენებათ, ამ გუნდში ნიკა მეტრეველი თამაშობს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა და საკუთარი ინიციატივით ახალ იტალიურ გუნდს შეუერთდა. მას სურდა, ახალ კლუბთან ერთად შეკრება გაევლო და ამხანაგურ მატჩებში მიეღო მონაწილეობა.
 
დინამოელები ყოჩაღად თამაშობენ ამხანაგურ შეხვედრებში. თურქულ „ბეშიქთაშთან“ და იტალიურ „მილანთან“ ტოლსწორი მატჩების შემდეგ მეტრეველის გუნდი გუშინ „ოლიმპიაკოსს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით – 61:62 დამარცხდა. შეხვედრაში 15 წუთი ითამაშა და თავისიანებს 3 ქულა შესძინა ქართველმა ფორვარდმა. დინამოელები ბოლო მეოთხედამდე უგებდნენ ბერძნულ გრანდს, თუმცა ბოლო წამებზე კონცენტრაცია მოუდუნდათ და ქულით დამარცხდნენ.
 
„დინამო სისარში“ თამაშობს ქართული პასპორტის მქონე ქუინტონ ჰოსლი, რომელიც შარშან ჩვენი ნაკრების წევრობის კანდიდატი იყო, თუმცა ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია. სწორედ ჰოსლი გახდა თავისიანთაგან საუკეთესო ბომბარდირი – მის ანგარიშზე 16 ქულაა.
 
„დინამო“ დღეს „კალიარის თასის“ ნახევარფინალში სერბულ „პარტიზანს“ გაეჯიბრებიან.