მეტრეველმა ხუთეულში ითამაშა და “სასარის” გამარჯვებაში 6 ქულა მიაშველა

მეტრეველმა ხუთეულში ითამაშა და “სასარის” გამარჯვებაში 6 ქულა მიაშველა

იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტური კვირის თამაშებით დასრულდა. ქართველ ლეგიონერთაგან კიდევ ერთმა ითამაშა: ნიკა მეტრეველი „დინამო სასარის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, მისმა გუნდმა კი 74:56 დაამარცხა“კასერტა“.
 
მეტრეველმა მოედანზე 17 წუთი გაატარა და 6 ქყლა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. ნიკამ 7 ცდიდან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. დინამოელთა ხუთეულში იყო ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი, ქუინტონ ჰოსლი, რომელმაც 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა.
 
„სასარი დინამოს“ 8–8 მოგებ–წაგება აქვს და მე–8 ადგილზე იმყოფება. სხვათა შორის, ამ ტურში ყველა მასპინძელმა მოიგო და მათ შორის „ბიელამაც“. ეს კი იმ კავშირშია ქართველებთან, რომ ბიელელებმა სანიკიძე–შერმადინი–მარკოიშვილის გუნდების კონკურენტი „არმანი ჯინსი“ დაამარცხეს. შესაბამისად, 4 გუნდს – „კანტუს“, „კანადიან სოლარს“, „არმანი ჯინსს“ და „სკავოლინის“ ქულების თანაბარი ოდენობა დაუგროვდათ და ეს 4 გუნდი ცხრილში II-V ადგილებს იყოფენ.