მეტრეველს თამაში არ დასცალდა – “ნაპოლი” ჩემპიონატიდან მოიხსნა

მეტრეველს თამაში არ დასცალდა – “ნაპოლი” ჩემპიონატიდან მოიხსნა

იტალიის ლეგადუეში მოასპარეზე „ნაპოლი“ დაიშალა. ეს ის გუნდია, რომელშც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა მეტრეველი გადავიდა. როგორც აღმოჩნდა, ნეაპოლელებს ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდათ და ეს გუნდი იტალიის ჩემპიონატიდან უკვე მოიხსნა.
 
იტალიურმა მედიამ ოფიციალურად გამოაქვეყნა პროფესიული ლიგის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც „ნაპოლი“ ლეგადუედან მოიხსნა. ნეაპოლელებმა ვერ დააკმაყოფილეს ის ფინანსური გარანტიები, რომლებსაც ჩემპიონატის ორგანიზატორები კლუბებისგან ითხოვენ. „ნაპოლიმ“  სამი მატჩი უკვე გამართა ლეგადუეში, საიდანაც 1 მოიგო და ორში დამარცხდა. ეს შედეგები ანულირდება და იტალიის მეორე ლიგა 15 გუნდით გააგრძელებს გათამაშებას.
 
რა ბედი ეწვევა ნიკა მეტრეველს, ეს ჯერჯერობით უცნობია. იგი „სიენას“ საკუთრებაა და სავარუდოდ, კვლავ რომელიმე კლუბში გაანათხოვრებს.
 

მეტრეველს “ნაპოლიში” თამაში არ დასცალდა