მგზავრებმა თანაბარ ბრძოლაში ტიტებს სძლია

მგზავრებმა თანაბარ ბრძოლაში ტიტებს სძლია

სუპერლიგის მე-5 ტური, რომელიც გუშინ რუსთავსა და ბათუმში 2 მატჩით დაიწყო, დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდა. დაგეგმილი 3 მატჩიდან უკვე დასრულდა 1 შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს “მგზავრები” და “შსს აკადემია-ტიტები” დაუპირისპირდნენ. ეს გახლდათ მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე თანაბარი მატჩი, რომელიც ბოლო წუთებამდე, რომ იტყვიან, ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და მხოლოდ დასკვნით მომენტში მოახერხა ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება.

მატჩი “მგზავრებმა” 87:78 მოიგო და ცხრილში სოლიდურად დაწინაურდა. 3 მოგებისა და 2 მარცხის მქონე ბერიშვილის გუნდმა უშუალო კონკურენტის დამარცხებით სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. მანამდე კი ხან ერთი გუნდი დაწინაურდებოდა 1-2 ქულით, ხან – მეორე. თანაბარი ანგარიშიც ბევრჯერ დაფიქსირდა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მატჩის ბედი ბოლო წუთებზე უნდა გადაწყვეტილიყო. 

ასეც მოხდა, მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე “მგზავრებმა” 5-ქულინი უპირატესობა მოიპოვა და როცა მეტოქის შეტევაც ჩაშალა, თამაშის ბედი სათავისოდ გადაწყვიტა. გამარჯვებულებს 26-26 ქულით კახა ჯინჭარაძემ და ადრიან ბოუიმ ულიდერეს. ამ უკანასკნელს 12 მოხსნაც ჰქონდა, რაც მატჩში საუკეთესო შედეგი გახლდათ. “ტიტებში” 22 ქულით ბომბარდირი ილია ლონდარიძე გახდა. 13 ქულა დენიელ აფჩერჩმა დააგროვა.

მგზავრები – შსს აკადემია-ტიტები
სტატისტიკა: 87:78