მიხეილ ბერიშვილის ბოლო წამზე ჩაგდებულით “ალ შამალმა” 86:85 მოიგო (ვიდეო)

მიხეილ ბერიშვილის ბოლო წამზე ჩაგდებულით “ალ შამალმა” 86:85 მოიგო (ვიდეო)

მიხეილ ბერიშვილის საფინალო სირენის თანხლებით ჩაგდებული ბურთის წყალობით “ალ შამალმა” “ალ აჰლი” 86:85 დაამარცხა. მატჩის დასრულებამდე 1.1 წამით ადრე 84:85 ჩამორჩენილ მის გუნდს ბურთი გვერდითა ხაზიდან შემოჰქონდა. პასი ბერიშვილმა მიიღო და საფინალო სირენის გაჟღერებამდე მოასწრო სროლა. დაახლოებით 6 მეტრიდან ნასროლი შორეული ორქულიანი “ალ აჰლის” კალათში ჩაეშვა და შეხვედრაც დასრულდა.

კომენტატორმა მიშა, მიშას ძახილით დაასრულა რეპორტაჟი, მოედანზე კი გახარებული “ალ შამალის” კალათბურთელები დარბოდნენ და გამარჯვებას ზეიმობდნენ. ბერიშვილმა შეუცვლელად, სრული 40 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი, 10-დან 4 ორიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მიშას ანგარიშზე 20 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩჭრა დაგროვდა. ბერიშვილმა 2 ჯარიმა მიიღო, ბურთი არ დაუკარგავს და მასზე 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

საერთო სარგებლიანობით ბერიშვილი მე-2 იყო. საუკეთესო კი ვაელ არკაჯი გახდა, რომელმაც 39 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მიითვალა. 3 მოგებითა და 1 მარცხით “ალ შამალი” მეორე ადგილზეა. შემდეგ ტურში ბერიშვილის გუნდი ბოლო ადგილზე მყოფ “ალ რაიანს” სტუმრად, 22 დეკემბერს შეხვდება.