მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი. ფინალი

თბილავიამშენმა ფინალში ენერჯი ინვესტი დაამარცხა
ფინალიენერჯი ინვესტი – თბილავიამშენი 78:8024:23, 9:23, 19:8, 26:26
რუსთავი. 18 იანვარი. 600 მაყურებელი
ენერჯი ინვესტი: სტეფანოვი (31 ქ. 10 მ), ბაბიაშვილი (13 ქ. 4 მ. 2 დ. 1 ჩ), ლეჟავა (9 ქ. 6 მ. 4 პ), ცეკვავა (9 ქ. 2 მ. 1 პ. 1 ჩ), ლიპარტელიანი (6 ქ. 2 მ. 1 ჩ), ტუჯანი (4 ქ. 8 მ. 4 ჩ), გოგობერიშვილი (3 ქ), ბოისა (3 ქ. 5 მ. 4 პ. 2 ჩ), დვალიშვილი, დიდია, მაჭავარიანი, ჭოჭუა.
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი.ასისტენტი: მიხეილ ბერუაშვილი.
თბილავიამშენი: ტუღუში (24 ქ. 9 მ. 3 პ. 2 ჩ), მინაშვილი (16 ქ. 7 მ. 3 ჩ), ხოშტარია (13 ქ. 4 მ. 2 პ. 2 ჩ), ნიკოლაძე (13 ქ. 6 პ. 2 მ. 1 ჩ), როდუმტა (7 ქ. 7 მ. 4 დ), მათიაშვილი (5 ქ. 5 მ. 2 დ. 1 პ. 1 ჩ), ბერაია (2 ქ), იმნაძე (უქულოდ, 5 მ. 1 პ), მოსეშვილი, ნინიაშვილი, სუხიშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ლევან მოსეშვილი.ასისტენტი: ვაჟა მხეიძე.
მიხეილ ქორქიას სახელობის პრიზის მფლობელი (საუკეთესო ფორვარდი) – იოვან სტეფანოვი (ენერჯი ინვესტი).

ზურაბ საკანდელიძის სახელობის პრიზის მფლობელი (საუკეთესო უკანახაზელი) – კოტე ტუღუში (თბილავიამშენი).
შეხვედრა თავიდან ბოლომდე დაძაბული იყო და საბოლოოდ, “თბილავიამშენს” გამარჯვება გამოცდილმა უკანახაზელებმა, კოტე ტუღუშმა (რომელიც შემდგომში საუკეთესოდ დაასახელეს), გიორგი ნიკოლაძემ და ირაკლი ხოშტარიამ მოუტანეს. მაშინ, როდესაც “ენერჯი ინვესტი” უკანასკნელ მეოთხედში 70:61 გავიდა წინ, ჯერ ხოშტარიამ ჩააგდო სამიანი, რასაც ტუღუშის ორი საჯარიმო, ნიკოლაძის სამქულიანი და იოვან სტეფანოვის (22/14) საშუალო სროლის შემდეგ, ტუღუშის ასევე სამქულიანი ზუსტი ტყორცნა დაერთო. ძალიან ცუდად შეასრულა სროლები რუსთაველთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ბესიკ ლეჟავამ, რომელმაც საბოლოოდ, 14/11 სროლა გააფუჭა. გუნდებმა ჯამში 46 შეცდომით დაასრულეს შეხვედრა, ხოლო ტუღუშმა კი 18 საჯარიმო შეასრულა და მხოლოდ 4 ვერ გამოიყენა.