მინი 2002: რუსთავი ბრინჯაოს მედლების მფლობელია

მინი 2002: რუსთავი ბრინჯაოს მედლების მფლობელია

დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 2002 წელს დაბადებულთა ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა, სადაც  „რუსთავმა“ „ოვერტაიმს“ შანსი არ დაუტოვა.

ქვემოქართლურმა გუნდმა 166-ე სკოლის ბაზაზე შექმნილი გუნდი ,,ოვერტაიმი“ 45:21 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა.
შეხვედრის დასრულების  შემდეგ მოეწყო დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც პრიზიორი გუნდები მედლებითა და სიგელებით ვეტერანმა კალათბურთელებმა – ანტონ კაზანჯიანმა და ვალერი ლომაძემ დააჯილდოვეს.

მე-3 ადგილი
რუსთავი – ოვერტაიმი           45:21 (11:7, 16:0, 10:10, 8:4)

რუსთავი: ზ. ვაშაკიძე (12),

ოვერტაიმი: გ. გოლიაძე – 8 ქულა