მინი–ფესტივალზე ხვალ ფინალისტები გამოვლინდებიან

1997–წლამდელთა მინი–ფესტივალი. აკადემიის დარბაზი. 4 ივნისი
ფოთი 30:40 მართვე 2
11:12 2:13 7:10 10:5
ფოთი: ირემაშვილი (10), მიქავა (9),
მართვე 2: ჭიჭვეიშვილი (17), ლომიძე (14)
აკადემია 21:41 რუსთავი
4:11 6:6 8:6 3:18
აკადემია: ლეშკაშელი (6), ცირეკიძე (6)
რუსთავი: კერესელიძე (25), ქავთარაძე (4)
ჯვაროსნები 40:14 ქუთაისი
12:4 9:0 11:3 8:7
ჯვაროსნები: მარიაშვილი (8), ლოლუა (6)
ქუთაისი: ქელბაქიანი (6), ხუჯაძე (4)
 
საკალათბურთო მინი–ფესტივლის მეორე დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. იმ გუნდებმა, რომლებმაც პირველ ტურში გაიმარჯვეს, კვლავ წარმატებას მიაღწიეს – ერთადერთი „ჯვაროსნება“ მოიგეს, რომლებმას ტურნირში დღეს ჩაბმული „ქუთაისი“ დაამარცხეს – 40:14.
სხვათა შორის, ეს გახლდათ ყველაზე დიდი სხვაობით დამთავრებული მატჩი, ხოლო ყველაზე მრავალქულიანი და ასე თუ ისე დაძაბული შეხვედრა ფოთელებსა და „მართვე–2“–ს შორის გაიმართა. მართალია, სხვაობა 10–ქულიანი იყო მართველთა სასარგებლოდ, თუმცა ფოთელები შანსს ბოლო წუტებამდე ინარჩუნებდნენ.
დღევანდელი დღის მესამე შეხვედრაში ტურნირის ფავორიტმა „რუსთავმა“ 20 ქულის სხვაობით მოუგო „აკადემიას“ და ფინალში გასვლასთან ერთ ნაბიჯშია. ხვალ რუსთაველები მათსავით დაუმარცხებელ „მართვე 2“–ს შეხვდებიან და ამათგან მოგებული ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს. მეორე ჯგუფში კი გასვლის კანდიდატი „მართვე– 1:–ია, რომელიც დღეს ისვენებდა და ხვალ „ქუთაისს“ ხვდება. თუკი ქუთაისელები გაიმარჯვებენ, სამივე გუნდს თანაბარი ქულები დაუგროვდებათ და ფინალში ის გავა, რომელსაც უკეთესი ბურთების შეფარდება ექნება.