მხარი დავუჭიროთ გიორგი ცინცაძის პასს დეკადის საუკეთესოდ აღიარებაში

მხარი დავუჭიროთ გიორგი ცინცაძის პასს დეკადის საუკეთესოდ აღიარებაში

ყველას კარგად გვახსოვს გიორგი ცინცაძის ულამაზესი პასი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა ევრობასკეტ 2015-ის მერვედფინალში, ლიტვასთან გააკეთა. ბრუნში, ზურგსუკნიდან გაშვებული და 2 ბალტიელის – მანტას კალნიეტისისა და იონას ვალანჩუნასს შორის გაძვრენილი ბურთი ფარქვეშ მანუჩარ მარკოიშვილმა მიიღო და ლიტველთა კალათი დალაშქრა. სწორედ ის პასი მონაწილეობს ახლა ფიბა-ს ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვა-შეჯიბრში, რომლის მიზანიც დეკადის (ბოლო 20 წლის) საუკეთესო ასისტის გამოვლენაა.

გამოკითხვას შეჯიბრის სახე აქვს და მეპასეები ერთმანეთს ჯერ მეოთხედფინალში ეჯიბრებიან, რასაც ლოგიკურად პლეი ოფის მომდევნო ეტაპები – ნახევარფინალი და ფინალი მოჰყვება და გამარჯვებულიც გამოვლინდება. გიორგი ცინცაძის პირველი მეტოქე 3×3 კალათბურთის ლეგენდა დუშან ბულუტია 2016 წელს, მსოფლიოს 3×3 ჩემპიონატზე გაკეთებული პასით.

წარმოგიდგენთ წყვილებს, პლეი ოფის ბადეს და თითოეული პასის ვიდეოს:

ფაკუნდო კამპაცო (არგენტინა) მსოფლიო თასი 2019 VS სერბეთი
პატი მილსი (ავსტრალია) მსოფლიო თასი 2019 VS დომინიკა

დერიკ როუზი (აშშ) მსოფლიო თასი 2014 VS სერბეთი
რუსტამ მურზაგალიევი (ყაზახეთი) აზიის თასი 2017 VS ლიბანი

მარკ გასოლი (ესპანეთი) ევრობასკეტ 2013 VS სერბეთი
ჩემიზ მეტუ (ნიგერია) მსოფლიო თასი 2019 VS კოტ’დ’ივუარი

გიორგი ცინცაძე (საქართველო) ევრობასკეტ 2015 VS ლიტვა
დუშან ბულუტი (სერბეთი) 3×3 მსოფლიო თასი 2016 VS ახალი ზელანდი

ცინცაძე-ბულუტის გამარჯვებული გასოლი-მეტუს წყვილს შორის უმჯობესს ნახევარფინალში შეხვდება. 

გამარჯვებულის გამოვლენა მთლიანად ქომაგებზეა დამოკიდებული, რომლებიც უნდა ესტუმრონ ფიბა-ს საიტს და ხმა მისცენ მათთვის საუკეთესო პასს. ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://www.fiba.basketball/assists-of-the-decade?fbclid=IwAR3AsuHidAvfXsUVQzeQ25sGmCAprCQXGp7tU2wABALVHVoTKTKi-JC2UvA

უბრალოდ შევდივართ ამ ბმულზე და მხარს ვუჭერთ გიორგი ცინცაძეს!

მამაკაცთა პარალელურად მიმდინარეობს ქალთა შორისაც დეკადის საუკეთესო პასის გამოსავლენი გამოკითხვა-შეჯიბრი.