მორიგ ტურში “დინამომ” და “ჰიუნდაიმ” იმარჯვეს

მორიგ ტურში “დინამომ” და “ჰიუნდაიმ” იმარჯვეს

 14-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩი შედგა ვაკეში მდებარე საკალათბურთო  აკადემიის დარბაზში, სადაც ,,მარნეული“ ,,დინამოს“ დაუპირისპირდა და  უშანსოდ, 30:85 დამარცხდა. 
  შეხვედრის საწყისი ათწუთეული ,,ქვემოქარლთლელებმა“ საკმაოდ კარგად ჩაატარეს და 15:11 დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა მეორე მეოთხედში ,,დინამოელები“ აქტიურად  ათამაშდნენ და წინ 10 ქულით გავიდნენ – 33:23. მატჩის მეორე ტაიმი ,,დინამოს“ სრული უპირატესობით წარიმართა, რომელმაც  ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს  და იოლი გამარჯვება მიითვალა.
მარნეულის გუნდს 10-10 ქულა ბიძინა შამფრიანმა და გიორგი ბარბაქაძემ შესძინეს, ხოლო 16 ქულით საუკეთესო გიორგი თვალაბეიშვილი აღმოჩნდა. ორმაგი დუბლი შეასრულეს დავით დარბაიძემ (12ქ.14მ.) და გიორგი ღვიანიძემ (11ქ.13მ.).
,თელავმა“ საკუთარ მოედანზე ,,ჰიუნდაი“ მიიღო, თუმცა ვერაფერი გააწყო და 36:60 დამარცხდა. ,,ჰიუნდაიმ“ პირველ ტაიმში მეტოქეს შანსიც არ დაუტოვა და  წინ დიდი სხვაობით 36:16 გავიდა. აღნიშნული უპირატესობა სტუმრებმა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს.  ,,თელავის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლით, 19 ქულითა და 24 მოხსნით ბექა დანელიშვილი გამოირჩა, ხოლო ,,ჰიუნდაის“  რიგებში საუკეთესო  თორნიკე აბულაძე აღმოჩნდა, რომელიც 15 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. 
მატჩების შესახებ სრულ სტატისტიკას გაეცანით შემდე ბმულზე: http://www.superleague.ge/u-14/?uin=762&lang=ge