მორიგი ტური აკადემიაში გრძელდება

მორიგი ტური აკადემიაში გრძელდება

ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი დღეს
16-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩებს მასპინძლობს.დღის პირველ მატჩში ,,აკადემია“
,,კაკტუსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად, 63:39 დაამარცხა.

აკადემიელებმა ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს
და მატჩში დიდი სხვაობით იმარჯვეს. მოგებულებს 13 ქულით საბა მგალობლიშვილმა ულიდერა,
ხოლო 10 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი თემურ პეტრიაშვილმა მიითვალა. საინტერესო
გამოდგა ავერსი1-სა და თსსუ-ს შეხვედრა, სადაც ავერსელებმა 67:60 აჯობეს მეტოქეს. შეხვედრის
პირველი ნახევარი გუნდების თანაბარი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ,,მედიკოსების“
მინიმალური სხვაობით 33:32 დასრულდა. გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, სადაც ,,ავერსი“
აქტიურად ათამაშდა და წინ 46:39 გავიდა. ბოლო, მეოთხე მეოთხედში თსსუ თანაბრად ებრძოლა
მეტოქეს, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. ,,ავერსის“ შემადგენლობაში სამმაგი
დუბლი ლუკა მაჩაიძემ შეასრულა, რომლის ანაგრიშზეც 10 ქულა, 14 მოხსნა და 11 შედეგიანი
გადაცემაა. ორმაგი დუბლი კი ნოდარ სანაიამ და ვატო ქვარაიამ მიითვალეს. სანაიამ 26
ქულა და 15 მოხსნა დააგროვა, ხოლო ქვარაიამ 11 ქულა და 24 მოხსნა.  თსსუ-ს 30 ქულა ლუკა ზაქრაძემ შესძინა, ხოლო 15
ქულითა და 21 მოხსნით ორმაგი დუბლი ნიკა ლომიძის ანგარიშზეა.

AXE-მ უმასპინძლა ,,ფოთს“
და დაძაბულ ბრძოლაში 59:63 დათმო შეხვედრა. მატჩის პირველ ნახევარში ,,ზღვისპირელებმა“
35:26 იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე მეოთხედი
AXE-ს სასარგებლოდ წარიმართა, რომელიც მეოთხედის მიწურულს წინ მინიმალური უპირატესობით
გავიდა – 47:46. დასკვნით მეოთხედში ,,ფოთი“ აქტიურად ათამაშდა და მეტოქეს მოგების
საშუალება არ მისცა. მასპინძლებს 31 ქულა გიორგი თევდორაშვილმა შესძინა, ხოლო 12 ქულითა
და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი მურად ქირიამ შეასრულა. ,,ფოთს“ ულიდერა ჯანო ბერაიამ,
რომელიც 23 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი ავტორი გახდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს აკადემიის საკალათბურთო დარბაზში
კიდევ სამი შეხვედრა შედგება. ერთმანეთს ,,ლომები“ – რუსთავი 1, ,,სოხუმი“ – ,,ზაზა“
და  კარდინალი 1 ,,ნიკეა“ დაუპირისპირდებიან.
მატჩები 16:00, 18:00 და 20:00 საათზე გაიმართება.