მორიგი ტური არმიის გამარჯვებით დაიწყო; მატჩისშემდგომი კომენტარები

მორიგი ტური არმიის გამარჯვებით დაიწყო; მატჩისშემდგომი კომენტარები

სუპერლიგის მე-9 ტურის რიგით პირველი მატჩი შედგა ბათუმში,
სადაც ადგილობრივმა რსუ-ბათუმმა ,,არმიას“ უმასპინძლა.

შეხვედრა არმიელთა გამარჯვებით
დასრულდა, რომელმაც მეტოქე იოლად, 110:87  დაამარცხა.

,,არმიამ“ პირველ ტაიმში 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და წინ 50:39 გავიდა. მესამე
მეოთხედში ,,ზღვისპირელები“ აქტიურად ათამაშდნენ და პერიოდის მე-5 წუთზე ჩამორჩენა
 9-ქულამდე დაიყვანეს, თუმცა დარჩენილ დროში
სტუმრებმა უპირატესობა კვლავ გაზარდეს და აღნიშნული პერიოდის ბოლოს 77:66  დააფისირეს. დასკვნით მეოთხედში ,,ძალოვნებმა“ მასპინძლებს
პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვეს, პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს და მატჩში დიდი სხვაობით
იმარჯვეს.

 ბათუმელებს
33 ქულა ლაშა კეშელავამ შესძინა, ხოლო ,,არმიის“ შემადგენლობაში 26 ქულით საუკეთესო
უილიამ ტომასი იყო. ორმაგი დუბლი მიითვალა ტომასის თანაგუნდელმა ბენჟამენ ვუდსაიდმა,
რომლის ანგარიშზე 19 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემაა.

კოტე ტუღუში
(არმიის მწვრთნელი): საინტერესო თამაში გამოვიდა. რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება
და ყველა მატჩს პლეიოფისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ. დღეს დაცვაზე არ გვქონია ძირითადი
აქცენტი გაკეთებული. ამ შეხვედრაში შეტევაზე გავამახვილეთ ყურადღება და 110 ქულა ჩავაგდეთ.
შედეგით კმაყოფილი ვარ.

მიხეილ კობეშავიძე
(ბათუმის მწვრთნელი):  პირველი ტაიმი კარგად
დავიწყეთ, მაგრამ   ბოლოს ძალა აღარ გვეყო. მესამე მეოთხედში განსაკუთრებით
კარგად ვითამშეთ და რაც შეგვეძლო მაქსიმალურად დავიხარჯეთ. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე
სეზონის განმავლობაში ,,ბათუმმა“ დღეს საუკეთესო მატჩი ჩაატარა.