მორიგი ტური სტუ-ს გამარჯვებით დასრულდა

მორიგი ტური სტუ-ს გამარჯვებით  დასრულდა

20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური გაიმართა ვაკეში
მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში. დღის პირველ შეხვედრაში ,,მაკაბიმ“ ,,რუსთავს“
უმასპინძლა და 79:86 დათმო შეხვედრა.

მატჩის საწყისი ათწუთეული ,,მაკაბის“ სასარგებლოდ
წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში ,,ქვემოქართლელები“ აქტიურად ათამაშდნენ და წინ
38:36 გავიდნენ.  

მესამე პერიოდში რუსთაველებმა უპირატესობა კიდევ უფრო
გაზარდეს (68:60), რაც   დასკვნით პერიოდშიც შეინარჩუნეს და სტუმრად გამარჯვება
მოიპოვეს. მაკაბელებს ორმაგი დუბლით, 44 ქულითა და 19 მოხსნით ლევან რევაზაშვილმა ულიდერა,
ხოლო ,,რუსთავის“ შემადგენლობაში 20 ქულით საუკეთესო გიორგი დვალი იყო. აღსანიშნავია,
რომ ორმაგი დუბლი დვალის ოთხმა თანაგუნდელმა შეასრულა. გიორგი ოქროჭელიძემ 10 ქულა
და 11მოხსნა მიითვალა, შოთა ნარჩომაშვილმა – 10 ქულა და  12 მოხსნა, ზაზა გაგნიძემ – 10 ქულა და ამდენივე
მოხსნა, ხოლო თორნიკე  18 ქულა და 11 შედეგიანი
გადაცემა დააგროვა.  

,,დინამოსა“ და ,,სოხუმის“ დაპირისპირება, სოხუმელთა
გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქე დიდი სხვაობით, ანგარიშით 89:65 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ნახევარი ,,ზღვიპირელთა“ უპირატესობით წარიმართა, რომლებმაც  ტაიმში 10 ქულის სხვაობით იმარჯვეს – 44:34. მესამე
მეოთხედში ,,დინამომ“ ვერ შეძლო მეტოქისტვის  წინაღმდეგობის გაწევა, ხოლო დასკვნით მეოთხედში საბოლოოდ
დანებდა და მარცხი განიცადა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 3:15 წუთით ადრე ,,სოხუმმა“
თავის სასარგებლოდ 20-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა – 59:79, რომელიც მატჩის ბოლო წუთამდე
შეინარჩუნა (64:84) და საბოლოოდ მეტოქე უშანსოდ დაამარცხა. ,,დინამოს“ შემადგენლობაში
ორმაგი დუბლი ირაკლი ალხანაიძისა (19ქ.12მ) და  გიორგი ორმოცაძის (12ქ.11მ) ანგარიშზეა, ხოლო ,,სოხუმს“
19 ქულით კახაბერ ჯინჭარაძემ ულიდერა. აღსანიშნავია, რომ ორმაგ დუბლამდე თითო მოხსნა
და პასი დიმიტრი დვალიშვილსა (18ქ.9მ) და რევაზ როგავას (15ქ.9პ) დააკლდათ.  

დღის დასკვნით მატჩში შედგა ,,ოლიმპისა“ და სტუ-ს შეხვედრა,
რომელიც  ,,ტექნიკოსთა“ გამარჯვებით დასრულდა
– 87:81. მატჩის პირველი ნახევარი ტექნიკური უნივერსიტეტის სასარგებლოდ წარიმართა,
რომელიც დიდი შესვენებისთვის 12 ქულით დაწინაურდა-  – 51:39.  მოპოვებული უპირატესობა სტუ-მ მესამე მეოთხედშიც
შეინარჩუნა, დასკვნით მეოთხედში კი ,,ოლიმპი“ გააქტიურდა და პერიოდის მე-7 წუთზე სხვაობა
5 ქულამდე დაიყვანა – 71:76, ხოლო მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდე 36.5 წამით ადრე
ტაბლოზე 78:85 დააფიქსირა.  მიუხედავად ამისა,
დარჩენილ დროში სტუ-მ მოახერხა თამაშზე მობილიზება, ,,ოლიმპმა“ კი შანსი ვერ გამოიყენა
და მარცხი განიცადა.    

 სტუ-ს 30 ქულით
საბა ლობჟანიძემ ულიდერა, ხოლო 22 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი ზურაბ მაჩალაძემ
შეასრულა. ოლიმპელებს 33 ქულა ლუკა მინაშვილმა შესძინა, ხოლო კახა მუმლაძეს 22 ქულითა
და 9 მოხსნით ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა.