მორიგი ტურის მატჩები გაიმართა ვაკეში მდებარე ,,აკადემიის”
დარბაზში. დღის პირველ შეხვედრაში თსუ ,,დინამოს” დაუპირისპირდა და მეტოქე 90:70 დაამარცხა.
გამარჯვებულთა რიგებში 17-17 ქულით ბექა ბექაური და ზურაბ მაისურაძე გამოირჩნენ. ბექაურმა
17 ქულასთან ერთად 15 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა. ,,დინამოს” შემადგენლობაში
საუკეთესო 25 ქულით ბექა ჭიჭვეიშვილი გახლდათ, 15 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი კი ირაკლი ალხანაიძის ანგარიშზეა. ,,სოხუმმა” ,,რუსთავს” უმასპინძლა და მეტოქე 97:66 დაამარცხა.
სოხუმელთაგან 30 ქულით საუკეთესო დუდა სანაძე იყო, 11 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი
დუბლი ზუკა მაჩალაძემ შეასრულა, ხოლო ,,რუსთავის”
შემადგენლობაში 30 ქულით ნუგზარ აბულაძე გამოირჩა. რაც შეეხება დღის დასკვნით შეხვედრას,
,,მაკაბმა” ,,ქუთაისს” უმასპინძლა და მეტოქესთან 65:116 დამარცხდა. ,,მაკაბის” მხრიდან 30 ქულით გიორგი რევაზაშვილი
გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი გიორგი ფერიაშვილის ანგარიშზეა – 16 ქულა, 11 მოხსნა.
ქუთაისელთა რიგებში 29 ქულით დავით ბერძენაძე გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად
ორმა კალათბურთელმა შეასრულა: ავთო ლომინაშვილის ანგარიშზე 26 ქულა და 11 მოხსნაა, ხოლო ბექა ქორიძემ 15 ქულა
და 12 პასი მიითვალა.