მორიგი ტურის შედეგები

მორიგი ტურის შედეგები

3-5 მაისს 14-წლამდელთა მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. ,,ქუთაისმა” ,,ჰიუნდაის” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქესთან სამი ქულის სხვაობით – 45:48 დამარცხდა. ქუთათურთაგან საუკეთესო ორმაგი დუბლით 19 ქულითა და 10 მოხსნით გიორგი ზაზაძე იყო. ,,ჰიუნდაის” რიგებში კი ორმაგი დუბლი ლევან ბეროშვილისა (25ქ. 11მ) და გუგა ლოლუას(15ქ.16მ) ანგარიშზეა.

4-5 მაისს ორი შეხვედრა ჩატარდა ბათუმში. ,,ზღვისპირელებმა” პირველ დღეს ,,აკადემიას” უმასპინძლა და მეტოქე 71:64 დაამარცხა. ბათუმის რიგებში 22 ქულით საუკეთესო აკაკი დიასამიძე იყო, ხოლო ორმაგი დუბლი ალეკო ანანიძისა(12ქ. 18მ) და მირიან ცინცაძის(12ქ.16მ) ანგარიშზეა. აკადემიელთაგან კი ორმაგი დუბლის ავტორები ვილი ისიანი (22ქ.18მ) და გიორგი ცირეკიძე (15ქ.10მ) გახდნენ.

5 მაისს კი ,,ბათუმს” ქუთათურები დაუპირისპირდნენ, თუმცა მასპინძლებთან ვერაფერი გააწყეს და 51:89 დამარცხდნენ. ,,ზღვისპირელთაგან” ორმაგი დუბლინ ალეკო ანანიძისა (34ქ.20მ) და თორნიკე იაკობაშვილის(16ქ.14მ) ანგარიშზეა. ქუთაისის მხრიდან კი 17 ქულით რატი ნუცუბიძე გამოირჩა.

,,რუსთავმა” ,,ლომებს” უმასპინძლეს  და მეტოქე 94:14 გაანადგურეს. გამარჯვებულთაგან 13-13 ქულა გიგი გოგობერიშვილისა და თორნიკე ალავერდაშვილის ანგარშზეა, ,,ლომებს” კი 6 ქულა თემურ ზედგენიძემ შეაწია.