მოსალოდნელი შედეგები საკალათბურთო აკადემიაში და გორის გამარჯვება

მოსალოდნელი შედეგები საკალათბურთო აკადემიაში და გორის გამარჯვება

დღეს, 2 ივნისს, საკალათბურთო აკადემიამ 14-წლამდელთა ჩემპიონატის 4 მატჩს უმასპინძლა. ყველა შეხვედრაში იოლად იმარჯვეს ფავორიტად მიჩნეულმა გუნდებმა. თბილისს ნასტუმრევმა ქუთაისელებმა „კარდინალი 2“-ს მოუგეს, ხოლო „დინამომ“ „აკადემია 2“-ს 53 ქულით აჯობეს.

 

„აკადემიის“ ძირითადმა გუნდმა „მართვე“ 100:64 დაამარცხა, ყველაზე დაბალი სხვაობა კი თსსუ-სა და „კარდინალები 1“-ს შორის დაფიქსირდა – მედიკოსებმა მეტოქეს 59:46 აჯობეს.

 

27 მაისს, ქუთაისში გამართულ მატჩზე კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა. შეგახსენებთ, რომ „დინამოს“ მწვრთნელის, მამუკა აბრამიძის პროტესტის გამო აღნისნული მატჩი არ დასრულდა. შეხვედრის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, როცა „ქუთაისი“ „დინამოს“ 84:78 უგებდა, თბილისელთა მწვრთნელმა გუნდი მოედნიდან გაიყვანა და აღარ დაუბრუნებია. აღნიშნული ანგარიში ძალაში დარჩა – „ქუთაისი“-„დინამო“ 84:78 დაფიქსირდა.

 

2 ივნისს გორში ადგილობრივი გუნდი „რუსთავს“ Sეხვდა და 76:52 მოუგო.

2 ივნისი. გორი

გორი – რუსთავი    76:52

21:8, 24:13, 17:20, 14:11

გორი: გ. ხუბულაშვილი (28), მ. ჩადუნელი (14)

რუსთავი: მ. გავაშელიშვილი (16), ი. ქოჩიაშვილი (10)

2 ივნისი. საკალათბურთო აკადემია

კარდინალი 2 – ქუთაისი       59:80

10:29, 16:14, 15:22, 18:15

კარდინალი: ნ. ნიკოლაიშვილი (24), გ. გორგაძე (17)

ქუთაისი: გ. კენჭაძე (14), დ. გვენეტაძე (12), მ. კაპანაძე (10)

 

აკადემია 2 – დინამო                 39:92

11:23, 4:28, 10:24, 14:17

აკადემია: ს. კაზანჯიანი (16), გ. იოსელიანი (12)

დინამო: ი. ისრაელიანი (29), გ. სადღობელაშვილი (14)

 

აკადემია – მართვე          100:64

25:7, 22:22, 29:21, 24:14

აკადემია:  ს. გეგუჩაძე (35), გ. კვაჭანტირაძე (22)

მართვე: ნ ნადარეიშვილი (15), შ. გორგოძე

 

კარდინალები 1 – თსსუ   46:59

15:24, 10:23, 13:13, 10:9

კარდინალები: გ. ჭოლაძე (15),  ვ. გიგაური (8)

თსსუ: ს. მდივანი (31), კეკელიძე (23)