მოსკოვის ცსკა-დან წამოსული თორნიკე შენგელია კარიერას ვირტუს ბოლონიაში გააგრძელებს

მოსკოვის ცსკა-დან წამოსული თორნიკე შენგელია კარიერას ვირტუს ბოლონიაში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, რომელმაც მოსკოვის ცსკა 10 კვის წინ დატოვა, კარიერას იტალიურ “ვირტუს ბოლონიაში” გააგრძელებს. იტალიის ერთ-ერთ წამყვან კლუბთან შენგელიამ კონტრაქტი უკვე გააფორმა, რასაც ბოლონიელთა გენერალური დირექტორი, ლუკა ბარალდი აღფრთოვანებით გამოეხმაურა:

„სიტყვები არ მყოფნის როგორ გამოვხატო მადლიერება ჩვენი კლუბის პრეზიდენტის მასიმო ძანეტის მიმართ, რომელმაც ისეთი ვარსკვლავი მოიწვია, როგორიც თორნიკე შენგელიაა. თოკო გუნდის შემადგენლობას კიდევ უფრო გააძლიერებს როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

ასევე უნდა ავღნიშნო გენერალური მენეჯერის პაოლო რონჩის წვლილიც, მან ყველაფერი იღონა მოლაპარაკებები წარმატებით რომ დასრულებულიყო. შენგელიას სხვა გუნდებიც იწვევდნენ, მაგარამ მან საბოლოოდ ჩვენთან თამაში მოისურვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კლუბის მზარდ ავტორიტეტს საერთშორისო დონეზე“.

“ვირტუს ბოლონია” ულებ-ის ევროთასზე გამოდის. 13 ტურის შემდეგ ბოლონიელებს 7 მოგება აქვთ. იტალიის სერია “ა”-ში კი “ვირტუსს” 16 მოგება და 3 მარცხი აქვს და “მილანის” შემდეგ მეორე ადგილზეა. 

შეგახსენებთ, რომ 2009-12 წლებში ბოლონიის „ვირტუსში“ ვიქტორ სანიკიძე გამოდიოდა, რომელიც ბოლონიური გუნდის ლიდერი იყო.