მრავალგზის ჩემპიონ სერბეთს ევრობასკეტ 2013-ის ბოლო საგზური ერგო

მრავალგზის ჩემპიონ სერბეთს ევრობასკეტ 2013-ის ბოლო საგზური ერგო

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დასრულდა. შესაბამისად, დაკომპლექტდა ის 24 გუნდი, რომლებიც 2013 წლის 4 სექტემბრიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში ჩაებმებიან. საქართველოს ნაკრებმა სლოვენიაში გასამართი ევროპირველობის საგზური შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე მოიპოვა, თუმცა ფინალური ეტაპის საგზურებისთვის ბრძოლა სხვა გუნდებისთვის ბოლო წუთებამდე გაგრძელდა.
 
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ევრობასკეტ 2013-ის ბოლო, 24–ე საგზური სერბეთმა მოიპოვა. ოლიმპიურმა და მრავალგზის მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონმა A ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა შემდეგაც გაირკვა, რომ ფინალურ ეტაპზე მაინც მოხვდა.
 

სერბები ევრობასკეტზე გასვლას ხარობენ
 
სერბებს ისრაელის 19 ქულით დამარცხება ესაჭირებოდა, რათა ჯგუფში მეორე ადგილზე გასულიყო, მაგრამ  ვერ მოახერხა და ევრობასკეტზე პირდაპირი გზით ვერ მოხვდა. როცა ყველა ჯგუფში მატჩები დასრულდა, 6 მესამეადგილოსანის შედეგები დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ მესამე ადგილიდან ფინალური ეტაპის საგზურები ლატვიამ, ბელგიამ, ჩეხეთმა და სერბეთმა მოიპოვეს. B და C ჯგუფებში მესამეზე გასული ბულგარეთი და ავსტრია ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ.
 
საბოლოო სატურნირო ვითარება
(წითელი ფერით ევრობასკეტზე გასული გუნდები არიან აღნიშნულნი)
 
 
A ჯგუფი
 

1.

მონტენეგრო

10

10

0

814

697

1.168

20
2.

ისრაელი

10

6

4

861

751

1.146

16
3.

სერბეთი

10

6

4

846

721

1.173

16
4.

ესტონეთი

10

6

4

768

761

1.009

16
5.

ისლანდია

10

1

9

743

920

0.808

11
6.

სლოვაკეთი

10

1

9

704

886

0.795

11
 

 
 
 

 

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მიდის
 

თურქებმა ევრობასკეტის საგზური ბოლო ტურში მოიპოვეს