მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი საქართველომ გერმანიაში დასანანი წაგებით გახსნა

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი საქართველომ გერმანიაში დასანანი წაგებით გახსნა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში გერმანიასთან მატჩის ჩაება. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელსაც ძირითადი ხუთეულის არაერთი მოთამაშე აკლდა, ღირსეულად ითამაშა ქალაქ ქემნიცის სავსე ტრიბუნების წინაშე მძლავრ გერმანიის ნაკრებთან და ბოლო პერიოდში გატყდა. საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ქართული სუპერლიგის 8 მოთამაშით იყო დაკომპლექტებული, ხოლო 6 დებიუტანტი ჰყავდა, მოგების შანსი ბოლომდე შეინარჩუნა და რომ არა ბოლო ეპიზოდში დაშვებული რამდენიმე შეცდომა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს გამარჯვებით დაიწყებდა.

ეს გახლდათ ძალიან აქტიური მატჩი მწვრთნელებისთვის – განსაკუთრებით კი ილიას ზუროსისთვის, რომელიც გერმანიასთან მატჩს კარგად მომზადებული შეხვდა და თავის ასისტენტებთან გამუდმებული კომუნიკაციისა და მოედანზე მიმდინარე ვითარებიდან გამომდინარე, როტაციას ხშირად მიმართავდა. ჩვენი სამწვრთნელო შტაბის არჩეული ტაქტიკა ძალიან სარგებლიანი გამოდგა – რაკი ფარქვეშ ფეხი ვერ მოიკიდეს, ქართველები შორ სროლებზე გადავიდნენ და სარეკორდო პირველი პერიოდი ითამაშეს. მიხეილ ბერიშვილმა, მაიკლ დიქსონმა, ნიკა ცქიტიშვილმა და მერაბ ბოქოლიშვილმა პირველ ტაიმში ჯამში 12 (!) სამქულიანი ჩააგდეს, რაც არათუ ევროპულ კალათბურთში, ნბა-შიც კი ძალიან დიდი იშვიათობაა.

გერმანელები ქართველების ასეთ სიზუსტეს არ ელოდნენ და დაიბნენ, ქართველებმა კი ზუსტი თამაში განაგრძეს და მეორე პერიოდის ბოლო წუთზე 41:35 დაწინარდნენ. ამ მომენტში კარგი შანსი იყო, ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოგვეპოვებინა, თუმცა ბექა ბექაურმა ორივე საჯარიმო გააცუდა, ხოლო დაცვაში ბურთი ორჯერ მოვხსენით, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ და… რობინ ბერზინსმა სამქულიანი ჩაგვიგდო, თან მისი სროლის დასაფარებლად მომართული ნიკა დარბაიძე დააჯარიმეს და ვეტერანმა გერმანელმა დიდი სესვენებისთვის მინიმუმამდე შეამცირა მასპინძელთა უპირატესობა – 40:41.

მესამე პერიოდში ქართველებმა თამაშის ეპიცენტრი პერიმეტრიდან სამწამიანში გადაიტანეს, რაც ერთი იმით იყო განპირობებული, რომ გერმანელები მაქსიმალურად შეგვზღუდავდნენ პერიმეტრზე და მეორც, თამაშის მოსაგებად სხვა პოზიციიდანაც საჭირო იყო შედეგიანობა, ვიდრე მხოლოდ სამქულიანების ჩაგდება გახლდათ. გერმანელებს არგოთ იმან, რომ ქართველებმა მესამე პერიოდში მხოლოდ 2 სამქულიანი ჩააგდეს და 60:55 დაწინაურდნენ, თუმცა მაიკლ დიქსონმა მიჯრით ჩაჭრები და შედეგიანი გარღვევები განახორციელა და პერიოდის ბოლო წამზე საქართველო ისევ დაწინაურდა – 61:60.

გადამწყვეტი პერიოდი ქართველებისთვის უშედეგოდ დაიწყო. გოგა ბითაძე, რომელმაც სამწამიანში შედეგიანობას უმატა, მე-4 პერსონალური მიიღო, რასაც შეხვედრის დასრულებამდე 5:30 წუთით ადრე მეხუთც მოაყოლა და მოედანი დატოვა. გერმანელებმა ამოისუნთქეს და ბერზინსისა და მაიკ ზირბესის შედეგიანობით, რასაც პერიმეტრიდან შესრულებული ზუსტი სროლები დაერთო, 10-ქულიან ლიდერობას მიაღწიეს – 74:64 .

დარჩენილ 4 წუთში ქართველებმა ვერაფერი შეცვალეს და 70:79 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრებში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო. ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩში 32 წუთი ითამაშა და 7 ქულა (2 სამქულიანი) მიითვალა მერაბ ბოქოლიშვილმა.~ (იხილეთ სტატისკიკა).

ჩვენი შესარჩევი ჯგუფის მეორე მატჩში სერბეთმა ავსტრიას 85:64 მოუგო. საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს სწორედ სერბეთთან, 27 ნოემბერს, ბელგრადში ჩაატარებს.

გერმანია –  საქართველო 79:70