მსოფლიომ კობი ბრაიანტი დაკარგა

მსოფლიომ კობი ბრაიანტი დაკარგა

მთელი მსოფლიო შეძრა ტრაგედიამ, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელსა და სპორტსმენს – კობი ბრაიანტს შეემთხვა. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდარულმა კალათბურთელმა, რომელმაც კარიერა 2016 წელს დაასრულა, 26 იანვარს, კალიფორნიაში, ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ბრაიანტთან ერთად დაიღუპა მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიჯი და კიდევ 7 ადამიანი. ყველანი ერთად გოგონათა მატჩზე მიდიოდნენ, რომელშიც მონაწილეობა ბრაიანტის ქალიშვილს უნდა მიეღო.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია შეძრულია მომხდარით და იზიარებს იმ დიდ ტკივილსა და დანაკლისს, რომელიც მსოფლიო სპორტმა ლეგენდარული კალათბურთელის ტრაგიკული დაღუპვის შედეგად განიცადა.