მწვრთნელებმა ცქიტიშვილი მორიგ ტურში დაასვენეს

მწვრთნელებმა ცქიტიშვილი მორიგ ტურში დაასვენეს

ლიბანის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში ვერ ითამაშა ნიკა ცქიტიშვილმა. მისმა „ჩემპვილმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერ „ბეჯეჰს“ უმასპინძლა და 117:65 გაანადგურა. ქართველ ფორვარდს ამ შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმა არ მიუღია.
 
სერიოზული არაფერია, ქართველ ფორვარდს კოჭი ოდნავ აწუხებს და მწვრთნელებმა დაასვენეს:
 
„მეტოქე ძალიან სუსტი იყო, რომლის ძლევაც პრობლემას არ წარმოადგენდა, ამიტომაც მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მომცეს. ტრავმა სერიოზული არაა, კოჭი ოდნავ მაწუხებს, თამაშიც შემეძლო, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით მწვრთნელებმა დამასვენეს. წინ გაცილებით პრინციპული თამაშები გველის და ეხლა დასვენება სამომავლოდ წამადგება“ – გვითხრა ცქიტიშვილმა.