მწვრთნელთა B კატეგორიის მისაღები გამოცდები ქუთაისსა და ბათუმიდან დაიწყება

მწვრთნელთა B კატეგორიის მისაღები გამოცდები ქუთაისსა და ბათუმიდან დაიწყება

კალათბურთის მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპის გამოცდები 27 და 28 აგვისტოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა 2 წლის წინ დაიწყო და აქამდე მისი პირველი ეტაპი განხორციელდა, რომელიც 14 წლამდე მოზარდებთან მომუშავე მწვრთნელებისთვის იყო განკუთვნილი. პირველი ეტაპი დაახლოებით 250-მა მწვრთნელმა გაიარა, რომლებსაც C კატეგორიის ლიცენზია მიენიჭათ.

მეორე ეტაპის გამოცდების წარმატებით გავლის შემთხვევაში მწვრთნელებს B კატეგორიის ლიცენზია მიენიჭებათ და საშუალება ექნებათ, 14-18 წლის მოზარდებთან მუშაობასთან ერთად, აღნიშნულ ასაკის ჩემპიონატებში გამოიყვანონ გუნდები. მეორე ეტაპის გამოცდები ეტაპობრივად გაიმართება. 27 აგვისტოს გამოცდები ჩატარდება ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, სადაც იმერეთისა და ახლომდებარე რეგიონების მწვრთნელები მოიყრიან თავს. 28 აგვისტოს ანალოგიური გამოცდა შესაბამისი რეგიონის მწვრთნელებისთვის ჩატარდება ბათუმში.

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ახორციელებს მწვრთნელთა კავშირი. ყველა მწვრთნელს, რომელმაც გაიარა პირველი ეტაპი, პროგრამის ორგანიზატორები დაუკავშირდებიან გამოცდებზე მოსაწვევად. იმ მწვრთნელებს, რომლებსაც არ გაუვლიათ პირველი ეტაპი და არ გააჩნიათ C კატეგორიის ლიცენზია, B კატეგორიის მისაღებ გამოცდაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. C ლიცენზიის მისაღები გამოცდები დამატებით სექტემბრის თვეში გაიმართება. 

დამატებითი ინფორმააციისთვის დაუკავშირდით მწვრთნელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, ნოდარ ავალიშვილს: 599095393