მწვრთნელთა C კატეგორიის მორიგი სალიცენზიო გამოცდები 30 აპრილს გაიმართება

მწვრთნელთა C კატეგორიის მორიგი სალიცენზიო გამოცდები 30 აპრილს გაიმართება

30 აპრილს, 15:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპის გამოცდები, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა C კატეგორიის ლიცენზია. აღნიშნული ლიცენზია საჭიროა მინიკალათბურთსა და 14-წლამდელთა გუნდებთან მუშაობისთვის. გამოცდები ჩატარდება როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ საკითხებში. 

მწვრთნელებს, რომლებსაც მიღებული არ აქვთ C კატეგორიის ლიცენზია, კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში გუნდებს ვერ გამოიყვანენ. გამოცდაზე გასვლის მსურველები დაგვიკავშირდით მწვრთნელთა კავშირს ტელეფონზე: 599095393. ტესტირების მონაწილეებმა თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპაქტ-დისკზე ჩაწერილი ფოტოსურათი.