მწვრთნელთა C კატეგორიის მორიგი გამოცდები ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა

მწვრთნელთა C კატეგორიის მორიგი გამოცდები ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა

დღეს ოლიმპიურ სასახლეში კალათბურთის მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პირველი ეტაპის გამოცდები გაიმართა.  მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით , აღნიშნული პროგრამა მესამე წელია, ხორციელდება და დღემდე 300-ამდე მწვრთნელმა მიიღო პირველი ეტაპის, ეგრედ წოდებული C კატეგორია, რომელიც 14 წლამდე მოზარდებთან მუშაობისთვისაა საჭირო. დაწყებულია პროგრამის მეორე, 14-18 წლამდელ მოზარდებთან მუშაობაზე გათვლილი პროგრამა, თუმცა მათთვის, ვისაც პირველი ეტაპი არ გაუვლია, პერიოდულად იმართება C კატეგორიის მისაღები გამოცდებიც.

გამომცდელთა შორის იყვნენ ვეტერანი კალათბურთელები და სპორტის ამ სახეობის სპეციალისტები – ანტონ კაზანჯიანი, დავით უსტიაშვილი და გელა წულაძე. გამოცხები როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კურსში ჩატარდა და მათში მონაწილეობა 26-მა მწრთნელმა მიიღო, რომელთა უმეტესობაც ახალგაზრდები იყვნენ. უმეტესწილად, მონაწილეებმა დადებითი შეფასება მიიღეს.

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის ორგანიზატორთა განცხადებით, მომდევნო ჯერზე B კატეგორიის სალიცენზიო გამოცდები ჩატარდება.