მწვრთნელთა C კატეგორიის სალიცენზიო სემინარები ოლიმპიურ სასახლეში, 18 ნოემბერს გაიმართბა

მწვრთნელთა C კატეგორიის სალიცენზიო სემინარები ოლიმპიურ სასახლეში, 18 ნოემბერს გაიმართბა

ორშაბათს, 18 ნოემბერს, ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გაიმართება მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის პირველი ეტაპის (C კატეგორია) სემინარები. იმ მწვრთნელებს, რომლებსაც არ აქვთ აღნიშნული კატეგორია და სურთ მისი მიღება, ვთხოვთ, მობრძანდნენ ოლიმპიურ სასახლეში 11:30 საათისთვის და დაესწრნონ აღნიშნულ სემინარს.

რაც შეეხება ტესტირების თარიღს, რომლის ჩაბარების შემდეგაც გაიცემა მწვრთნელის C კატეგორიის სერთიფიკატი, მოგვიანებით დადგინდება. დაინტერესებულ მწვრთნელებს ვთხოვთ, დაგვიკავშირდეით ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 599441624