მწვრთნელთა საყურადღებოდ

მწვრთნელთა საყურადღებოდ

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ის მწვრთნელები, რომლებსაც არ ექნებათ შესაბამისი ლიცენზია, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულ ტურნირებში გუნდს ვერ გამოიყვანენ. მწვრთნელთა ლიცენზიების გაცემის პროცესი 2 წლის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება. მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამაში მონაწილეობა 250-მდე მწვრთნელმა მიიღო და მათი უმრავლესობა C კატეგორიის ლიცენზიის მფლობელი გახდა. 

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამას მწვრთნელთა კავშირი ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა 3 ეტაპადაა დაყოფილი. პირველი ეტაპი C კატეგორიის ლიცენზიას გასცემს, რომელიც 14 წლამდე ბავშვებთან მუშაობისთვისაა განკუთვნილი. მეორე ეტაპი B კატეგორიის ლიცენზიას ეთმობა და მისი ასაკობრივი არეალი 14-დან 19 წლამდე პერიოდს მოიცავს. გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის სწორედ მეორე ეტაპი დაიწყება მაისის თვეში, რომლის გამოცდები ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ჩატარდება.

კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება ვრცელდება მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის უკვე ჩატარებულ ეტაპებზე. ის მწვრთნელები, რომლებსაც მომავალი სექტემბრისთვის აღნიშნული პროგრამის ფარგლებში არ ექნებათ მიღებული C ან B კატეგორიის ლიცენზია, ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში გუნდების გამოყვანა აეკრძალებათ.