ნახევარინალში გასულ სიენას სანიკიძემ 17 ქულა და 6 მოხსნა მიაშველა

ნახევარინალში გასულ სიენას სანიკიძემ 17 ქულა და 6 მოხსნა მიაშველა

ვიქტორ სანიკიძის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი მატჩი „სიენაში“. ქართველმა ფორვარდმა იტალიის ჩემპიონს მეოთხედფინალური სერიის მე-7, გადამწყვეტი შეხვედრა მოაგებინა და ნახევარფინალში გაიყვანა. საქართველოს ნაკრების წევრი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ, „სიენამ“ კი „ემპორიო არმანი“ მილანში 10 ქულის სხვაობით – 90:80 დაამარცხა.
 
შესაბამისად, პირველად, სერიაში ის ტრადიცია დაირღვა, რომლის მიხედვითაც მასპინძელი გუნდი იგებდა. მეოთხედფინალური სერიის წინა 6-ივე შეხვედრაში იმ გუნდმა იმარჯვა, რომელიც მასპინძელი იყო. ყოველ მომდევნო მატჩში სიენელებს ანგარიშის გათანაბრება უწევდათ, ხოლო როცა საქმე ბოლო, გადამწყვეტ შეხვედრამდე მივიდა, სანიკიძის წინამძღოლობით „სიენამ“ იმარჯვა და უხერხული მეტოქე გზიდან ჩამოიშორა.
 
სიენელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, თუმცა თუ პირველ ტაიმში სანიკიზის გუნდის ლიდერობა მინიმალური იყო, დიდი შესვენების შემდეგ სხვაობამ სოლიდური სახე მიიღო. „მონტეპასკიმ“ მოახერხა და კარგად დაწყებული მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა. სანიკიძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა  30 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 17 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. პირველ ტაიმში ქართველი ფორვარდის ანგარიშზე მხოლოდ 5 ქულა, იყო, თუმცა მეორე ნახევარში სანიკიძემ დანიელ ჰაკეტისთან ერთად სიენელთა ლიდერობა ითავა და საქმე გამარჯვებით დააგვირგვინა.
 
სანიკიძემ 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ვიქტორის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 შეადგინა, რაც სიენელთა სორის მეორე შედეგი იყო იტალიის ეროვნული ნაკრების წევრის – დანიელ ჰაკეტის ანალოგიური მონაგარის (28) შემდეგ. ჰაკეტიმ 36 წუთში 25 ქულა მიითვალა. სანიკიძის დარად, 17 ქულა ჰქონდა ამერიკელ ბობი ბრაუნსაც.
 
ნახევარფინალში გასული „სიენა“ რეგურალური ჩემპიონატის მომგებ „ვარეზეს“ შეხვდება. მეორე ნახევარფინალსი კი „კანტუ“ და „რომა“ დაუპირისპირდებიან.