ნახევარფინალში “რუსთავი” – “ორბი” და “ჰიუნდაი” – “აკადემია” შეხვდებიან

ნახევარფინალში “რუსთავი” – “ორბი” და “ჰიუნდაი” – “აკადემია” შეხვდებიან

ჯგუფური ეტაპი მოსალოდნელი შედეგებით დასრულდა. ბოლო ტურში ლიდერებმა გაიმარჯვეს, ხოლო აუტსაიდერები დამარცხდნენ და მეოთხედფინალისტთა ვინაობაც გაირკვა.
„რუსთავს“ და „ჰიუნდაის“ პლეი ოფის საგზური მეორე ტურის შემდეგ განაღდებული ჰქონდათ, თუმც მაინც გაიმარჯვეს და თავიანთ ჯგუფებში პირველ ადგილზე გავიდნენ. ორივე ჯგუფში მეორე საპლეიოფო საგზური პირად დაპირისპირებაში გადაწყდა. „აკადემიამ“ „გორს“ მოუგო და საბოლოოდ მეორე აგილი დაიკავა, ხოლო „ორბმა“ „თბილისთან“ ორთაბრძოლაში მოიპოვა ნახევარფინალის საგზური.
მაშ ასე, ხვალ, 12 ივნისს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ერთმანეთს ფინალში გასასვლელად შეხვდებიან:
რუსთავი – ორბი
ჰიუნდაი – აკადემია

“აკადემიამ” ნახევარფინალის საგზური მოიპოვა
 
რუსთავი – კარდინალი 51:8 (11:0; 6:2; 14:2; 20:4)
რუსთავი -ზ. ნოზაძე  – 12 ქ. ლ. პერტაია –  10 ქ.
 
აკადემია – გორი 40:25 (13:9; 5:5; 12:6; 10:4)
აკადემია – მ. ზურაბაშვილი – 26ქ.
გორი – ვ. ქურდაძე 17ქ.
 
თბილისი -ორბი 11:19 (4:2; 2:12; 2:2; 3:3)
თბილისი – გოდერძიშვილი – 5ქ.
ორბი – ნიკოლაიშვილი – 8ქ.
 
ჰიუნდაი – ბასტიონი 32:11 (12:2; 4:4; 14:2; 2:3)
ჰიუნდაი – ბ. ფეიქრიშვილი 15ქ.
ბასტიონი – ა. დრავა 5ქ.
 
საბოლოო ცხრილი
 
„ა“ ჯგუფი
ჰიუნდაი          3          3          0          +58      6
ორბი               3          2          1          +18      5
თბილისი        3          1          2          -21       4
ბასტიონი        3          0          3          -55       3
 
„ბ“ ჯგუფი
რუსთავი            3          3          0          +70      6
აკადემია            3          2          1          +25      5
გორი                3          1          2          -28       4
კარდინალები  3          0          3          -67       3