ნაკრების პირველი ვარჯიში ალეკსანდარ ნიკოლიჩის დარბაზში (ვიდეო)

ნაკრების პირველი ვარჯიში ალეკსანდარ ნიკოლიჩის დარბაზში (ვიდეო)

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბელგრადში, ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში პირველი ვარჯიში ჩასვლის დღეს გამართა. ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ილიას ზუროსმა კალათბურთელებს მსუბუქი ვარჯიში ჩაუტარა, რომელშიც მეტი ყურადღება ენერგიის აღდგენას დაეთმო.

ჩვენს ნაკრებს გენერალური ვარჯიში დაგეგმილი აქვს დღეს, 22 თებერვალს, რომელიც ასევე 18:00 საათზე დაიწყება. გუნდში საბრძოლო ატმოსფეროა. არაა ტრავმები და თითქმის ყველა მოთამაშე თავის ოპტიმალურ ფორმაშია.