ნაკრების წევრები 3/3-ზე კალათბურთის მხარდასაჭერ კლიპში

ნაკრების წევრები 3/3-ზე კალათბურთის მხარდასაჭერ კლიპში

6-7 ივლისს  საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერითა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო ტურნირი ,,Tbilisi Open 3×3”. 
გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება სლოვენიაში, ევრობასკეტ 2013-ზე, რომელზეც იასპარეზებს საქართველოს ეროვნული ნაკრები.  
12 ივნისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მზიურში გადაიღო საანონსე რგოლი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს  ეროვნული ნაკრების წევრებმაც: თორნიკე შენგელიამ, ანატოლი ბოისამ და ბექა ჩიკვილაძემ. მათ ყველა მსურველს ტურნირში აქტიური ჩართვისა და მონაწილეობისკენ მოუწოდეს.
ტურნირის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება 15 ივნისიდან.