ნაკრების ვარჯიში Pallaleonessa-ზე და ინფორმაცია შენგელიას მდგომარეობასთან დაკავშირებით

ნაკრების ვარჯიში Pallaleonessa-ზე და ინფორმაცია შენგელიას მდგომარეობასთან დაკავშირებით

იტალიაში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრეშას Pallaleonessa-ზე ივარჯიშა. ილიას ზუროსმა ჩვენი გუნდი რამდენიმე კომბინაციის დამუშავებაში ავარჯიშა. კალათბურთელებმა ასევე დიდი დრო დაუთმეს სროლებს. ვარჯიშმა ერთ საათს გასტანა, შემდეგ დარბაზი იტალიელებმა დაიკავეს.

თორნიკე შენგელიას მაგივრად შემადგენლობაში მიხეილ ბერიშვილია, რომელმაც ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და დღეს გუნდთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა. იტალიასთან მატჩზე თორნიკე შენგელია ნაკრებთან იქნება. ის ამჟამად ბოლონიაში იმყოფება ცნობილი იტალიელი პროფესორის მოლოდინში. შენგელიას ჩაუტარდა წინასწარი დათვალიერება და დადგინდა, რომ ის სასწრაფო ოპერაციას არ საჭიროებს. თუ რა სახით გაგრძელდება მისი მკურნალობა, იქნება ეს კონსერვატიული გზით თუ ქირურგიული ჩარევით, რამდენიმე დღეში გადაწყდება.

ბოლონიიდან ბრეშაში შენგელია ხვალ, თამაშზე დასასწრებად და ჩვენი გუნდის გუნდის გასამხნევებლად ჩამოვა და შეხვედრის დასრულების შემდეგ ისევ ბოლონიაში დაბრუნდება.