ნაკრებმა ოვერტაიმში იმარჯვა

ნაკრებმა ოვერტაიმში იმარჯვა

16-წლამდელთა ჩემპიონატის ერთი შეხვედრა დღეს საკალათბურთო აკადემიაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ნაკრები-99 და მართვე-4 დაუპირისპირდნენ.  შეხვედრა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ოვერტაიმში მეტოქე 4 ქულის სხვაობით, 75:71 დაამარცხა.

 გაგაცნობთ აღნიშნული შეხვედრის გამორჩეულ მოთამაშეთა მონაგარს:

ნაკრები 99 – მართვე 4    75:71 

ნაკრები 99: ნიკა ყირიმელი – 18 ქულა, ზაურ ჯანელიძე – 17 ქულა, ნიკა ჩეჩელაშვილი – 11  ქულა, ბერდია ქავთარაძე – 10 ქულა

მართვე 4: სანდრო კარტოზია – 36 ქულა, როსტომ ოქრიაშვილი – 21 ქულა, 17 მოხსნა