ნაკრებმა შსს დაამარცხა

ნაკრებმა შსს დაამარცხა

სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩების დაწყებამდე, თბილისის
სპორტის სასახლეში 18-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ტურნირის ერთ-ერთი
ლიდერი „შსს-აკადემია“ და ჩემპიონატის უკონკურსო მონაწილე 16-წლამდელთა ნაკრები შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ 16-წლამდელთა ნაკრები 18-წლამდელთა
ჩემპიონატში პრაქტიკის მისაღებად და შესათამაშებლად ასპარეზობს. გია კაზანჯიანის გაწვრთნილ
ნაკრებს სულ არ ეტყობა, რომ 2 წლით უფროსთა ტურნირში თამაშობს. 16-წლამდელები ლიდერთა
შორის არიან და დღევანდელ მატჩში პირველ ადგილზე მყოფი „შსს-აკადემია“ 93:86 დაამარცხა.

ნაკრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველი ტაიმის
10 ქულით წაგების შემდეგ მობილიზება მოახერხეს და დაწინაურება უკვე დიდი შესვენებისთვის
მოახერხეს – 38:37. აკადემიელები მესამე მეოთხედის ბოლოს ისევ დაწინაურდნენ, მაგრამ
გადამწყვეტ პერიოდში კაზანჯიანის გუნდმა ზუსტი და ტაქტიკურად გამართული თამაშის შედეგად
გამარჯვება მოახერხეს.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი დავით ლომიძემ დააფიქსირა,
რომელმაც 39 ქულა ჩააგდო. ლომიძემ 13-დან 8 სამქულიანი ჩააგდო, რითაც აკადემიელების
ყველანაირი მცდელობა, თამაში გადაერჩინათ, ჩაახშო. ნაკრებს დიდი სამსახური გაუწია ვილი
ისიანმა, რომელმაც 22 მოხსნა და 14 ქულა მოაგროვა. გიგი გოგობერიშვილის ანგარიშზე
18 ქულა დაგროვდა.

„შსს-აკადემიაში“ 23 ქულითა და 10 მოხსნით ლევან გორდულაზე
გამოირჩა, ორმაგი დუბლი მოაგროვა გიორგი გუგეშაშვილმაც (14 ქულა, 10 მოხსნა), ხოლო
გურამ კენჭიაშვილმა პირად ანგარიშზე 17 ქულა ჩაიწერა.