ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკის სტუმრობა ოლიმპიურ სასახლეში

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკის სტუმრობა ოლიმპიურ სასახლეში

„გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩნად“ – ეს გახლავთ ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის დევიზი და სისხლი დღეს ოლიმპიურ სასახლეში გაიღეს. აღნიშნულ დაწესებულებაში ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის მუშაკები მივიდნენ და მოხალისეთაგან, რომელთა შორისაც კალათბურთის ფედერაციის თანამშრომლები, კალათბურთის მსაჯ-მდივნები და ოლიმპიური სასახლის მეპატრონე “სპორტმშენსერვისის” თანამშრომლები იყვნენ, სისხლი ჩაიბარეს.

კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ოფისში შეკრებილმა მოხალისეებმა სისხლი უანგაროდ გაიღეს იმ ადამიანებისთვის, რომელიც მათ სასიცოცხლოდ სჭირდებად. შეკრების ინიციატორები ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი და კალათბურთის მსაჯები და მსაჯ-მდივნები იყვნენ.

კალათბურთის ფედერაციისა და ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რომელშიც სხვადასხვა კლუბებისა თუ ნაკრებების მოთამაშეებთან ერთად საკალათბურთო საზოგადოების წევრებიც ჩაერთვებიან.