ნატალია ოთხმეზურის სუპერტრანსფერი: პირველი ქართველი NCAA-ის პირველ დივიზიონში

ნატალია ოთხმეზურის სუპერტრანსფერი: პირველი ქართველი NCAA-ის პირველ დივიზიონში

ნატალია ოთხმეზურმა დიდ წარმატებას მიაღწია, რომელიც პირველი ქართველი ქალი კალათბურთელი გახდა, რომელიც ამერიკის სტუდენტური ლიგის პირველი დივიზიონის გუნდის ღირსებას დაიცავს. ნატალია ოთხმეზური აქამდე 2 სეზონი რანგით დაბალ, ჯუნიორ კოლეჯთა ლიგაში თამაშობდა და თავისი გუნდი “კასპერ თანდერბერდი” ორივეჯერ გახადა იმ რეგიონის ჩემპიონი, რომელშიც ასპარეზობდა. 

ოთხმეზურს დაფასდა ის შედეგიანობა, რომელსაც გასულ სეზონებში ავლენდა და ის NCAA-ის პირველი დივიზიონის გუნდმა “Southern Utah”-მ მიიწვია. 21 წლის ქართველმა გოგონამ იუტას შტატის გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და მომავალი სეზონიდან მის ღირსებას ამერიკის ქალთა უძლიერეს სტუდენტურ ლიგაში დაიცავს. 

აღსანიშნავია, რომ ოთხმეზური ჯუნიორ კოლეჯთა ლიგაში აღიარებული სნაიპერი იყო და ტურნირში, სადაც 3000-ამდე მონაწილე ასპარეზობდა, სამქულიანების შესრულების პროცენტულობით საუკეთესო ხუთეულში შედიოდა.