საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

NBA-ს ვიდეორგოლი ქართველების შესახებ და Junior NBA-GBF ლიგის ახალი სეზონი

NBA-ს ვიდეორგოლი ქართველების შესახებ და Junior NBA-GBF ლიგის ახალი სეზონი

სლოვენიაში დასრულებულ Junior NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ კემპში ქართველებიც მონაწილეობდნენ. 29 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით ქალაქ როგლაში გამართულ კემპზე 2017 წლის Junior NBA GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშე – ლუკა ალავიძე (2005) და გამორჩეული მოთამაშეები – გეგა წულაია (2005) და მარიამ გოგიჩაიშვილი (2004) იმყოფებოდნენ. სლოვენიაში იყო ახალგაზრდას ქართველი მწვრთნელი ჯაბა ბაქრაძეც, რომელიც უცხოელ სპეციალისტებთან ერთად მოზარდების წვრთნაში იღებდა მონაწილეობას.

სლოვენიაში მთლიანობაში ევროპის 17 ქვეყნის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და მიზანი  Junior NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ევროპის ნაკრების წევრთა შერჩევა გახლდათ. შესაბამისად, ქართველებს კონტინენტის ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვთ. სლოვენიურ კემპზე ქართველი მოთამაშეების შესახებ ორგანიზატორებმა ვიდეო-ჩანახატი მოამზადეს, სადაც ლუკა ალავიძე, გეგა წულაია და მარიამ გოგიჩაიშვილი საკუთრ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს გადმოსცემენ.

ამასობაში, საქართველოში Junior NBA – GBF ლიგის მორიგი, მე-3 სეზონი იწყება. ხვალ, 15 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების 30 გუნდი მოიყრის თავს, რომლებსაც კენჭისყრის შედეგად ნბა-ს გუნდების სახელები მიენიჭებათ და ნბა-ს შესაბამისად, 6 დივიზიონში გადანაწილდებიან. დივიზიონების მატჩები საქართველოს 6 ქალაქში – თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართება.