“ნეთსი” შეიკრა: ალ ტორნტონი, ჯულიან რაიტი, ტორინ გრინი, ადამ მორისონი და თორნიკე შენგელია

“ნეთსი” შეიკრა: ალ ტორნტონი, ჯულიან რაიტი, ტორინ გრინი, ადამ მორისონი და თორნიკე შენგელია

დღეს „ვაშინგტონ პოსტში“ თორნიკე შენგელიას შესახებ მორზრდილი სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ფაქტობრივად ქართველი კალათბურთელის ამერიკელ აგენტ გაი ცუკეთან ინტერვიუს წარმოადგენს. კალათბურთის ფედერაციის ვეგ–გვერდი ამ სტატიის თარგმანს გთავაზობთ, რომლის სათაურიცაა…
 
„ნეთსის“ მეორე რაუნდის არჩევანი თორნიკე შენგელია
ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე ითამაშებს
 
მას შემდეგ, რაც „ნეთსმა“ დრაფტის საღამოს „ფილადელფიისგან“ თორნიკე შენგელია მოიპოვა, კლუბის გენერალუმა მენეჯერმა, ბილი კინგმა განაცხადა, რომ ის ფიქრობს, ქართველმა ფორვარდმა მომდევნო სეზონი კვლავ ევროპაში გაატაროს. თუმცა მას შემდეგ ვითარება შეიცვალა. შენგელია და მისი აგენტი გაი ცუკერი ვარაუდობენ, რომ საქართველოს ნაკრების წევრს შანსი მიეცემა, ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე „ნეთსის“ ხელმძღვანელებზე შთაბეჭდილება მოახდინოს.
 
„ვიცი, რომ „ნეთსს“ სურს შენგელიას დატოვება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ორლანდოს კემპის შემდეგ მიიღებენ – აცხადებს ცუკერი – მას ამ გუნდთან არასდროს უვარჯიშია, „ნეთსის“ მწვრთნელებს არ უნახავთ შენგელია საქმეში. საინტერესოა, რას იტყვიან ისინი მას შემდეგ, რაც შენგელიას თამაშს ცოცხლად იხილავენ. თუკი შენგელიას ევროპაში დააბრუნებენ, ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული“.
 
ცუკერი ვარაუდობს, რომ თუკი შენგელია ორლანდოში კარგად წარმოაჩენს თავს, „ნეთსს“ ბელგიური „შარლერუასგან“ ქართველის კონტრაქტის გამოსყიდვა მოუწევს. შენგელიას ბელგიურ კლუბთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
 
„ძალიან საინტერესო იქნება შენგელიას თამაში ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე – განაგრძობს ცუკერი – შენგელიამ ერთხელ უკვე გამოაჩინა კარგი თვისებები, როცა ის ტრევიზოს კემპზე იყო, ახლა კი უფრო სერიოზული გამოცდა ელის. ის ორლანდოში ჯულიან რაიტთან და ადამ მორისონთან ერთთან ითამაშებს. იქ გამოჩნდება, ჯობს თუ არა შენგელია წინა დრაფტებზე  „ნეთსის“ მიერ აყვანილ ამ მოთამაშეებს. თორნიკე ძალიან მიზანდასახული და გონებამახვილურად მოთამაშე კალათბურთელია და ვფიქრობ, ის ტოლს არავის დაუდებს“.
 
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 21 წლისაც არაა, შენგელიას უმაღლეს დონეზე თამაშის საკმარისი გამოცდილება აქვს. მან კარიერა 2008–09 წლების სეზონში ესპანეთის პრიმერადივიზიონში დაიწყო, თუმცა „ვალენსიას“ შემადგენლობაში იშვიათად ჩნდებოდა. ბელგიურ „შარლერუაში“ გადასვლის შემდეგ შენგელიას სისტემატიურად უწევდა მოედანზე ყოფნა. ამ სეზონის ბოლო მატჩში მისი გუნდი ბელგიის ჩემპიონატის სუპერფინალში დამატებით დროში დამარცხდა. ამ შეხვედრაში შენგელიამ 16 ქულა მოაგროვა – თამაშიდან 9 ცდიდან 6 ბურთი ჩააგდო. ევროლიგაში ქართველმა 12 მატჩი ითამაშა და საშუალოდ 7,6 ქულას აგდებდა. შენგელია იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი და B დივიზიონში საშუალოდ 30 ქულასა და 12 მოხსნას აგროვებდა.
 
 

 
შენგელია და გრინი
ორლანდოს კემპზე
” ბრუკლინ ნეთსის”
ღირსებას დაიცავენ
 
 
 
თუ შენგელია ორლანდოს კემპზე ითამაშებს, მას იქ ყოფილ თანაგუნდელ ტორინ გრინის მხარდამხარ მოუწევს თამაში. გრინი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა შენგელიასთან ერთად.
 
წინასწარი ვარაუდით, ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე „ნეთსის“ შემადგენლობაში შენგელიას, ადამ მორისონის, ტორინ გრინის და ჯულიან რაიტის გარდა ითამაშებს ალ თორნთონი.