ნიკა მეტრეველი კემპზე გამოარჩიეს

საქართველოს ერთ-ერთი იმედისმომცემი მოთამაშე, ნიკა მეტრეველი (“სიენას” ახალგარზდული გუნდი)  პარიზში NBA–ს კემპის საუკეთესო წევრად დაასახელეს. მას პრიზი “გოლდენ სტეიტ უორიორზისა” და საფრანგეთის ნაკრების წევრმა მიკაელ პიეტრუსმა გადასცა.
პარიზულ კემპში მონაწილეობა 50-მა ახალგაზრდა მოთმაშემ მიიღო, პიეტრუსის გარდა კი მას NBA–ს კიდევ რამდენიმე წევრი ესწრებოდა.
საბოლოოდ, მეტრეველი კემპის სიმბოლურ ნაკრებშიც შევიდა, შეკრებაზე კი ასევე ზურაბ ტომარაძის შვილი, “ბარსელონის” ახალგაზრდული გუნდის წევრი კოკა ტომარაძე იმყოფებოდა.