ნიკა მეტრეველი სადებიუტო მატჩში საუკეთესო მოთამაშე გახდა

ნიკა მეტრეველი სადებიუტო მატჩში საუკეთესო მოთამაშე გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ნიკა მეტრეველმა იტალიურ „პაფონში“ მშვენიერი დებიუტი მოიწო. ნასიონალ „ა“-ს პირველივე მატჩში ქართველი ფორვარდი საუკეთესო მოთამაშე გახდა. მეტრეველს მხოლოდ 19 წუთი დასჭირდა, რომ მატჩის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. მისმა შედეგიანმა გარჯამ „პაფონი ომენას“ „ტრევილიო“ 71:40 დაამარცხებინა.
 
მეტრეველი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 19 წუთი გაატარა, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, ყველაზე შედეგიანი რომ გამხდარიყო. ნიკამ 6-დან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულით მეტრეველი და 31 წუთს ნათამაშები პაფონელი სტეფანო მასკარდი მატჩის ბომბარდირები გახდნენ. ამასთან, ტრევილიოელ რიკარდო პერეჯოსთან ერთად მეტრეველმა მატჩში ყველაზე მეტი – 8 მოხსნა მიითვალა. 13 ქულასა და 8 მოხსნასთან ერთად 1 პასი და 1 დაფარებაც ჰქონდა. საერთო სარგებლიონობის კოეფიციენტი მეტრეველს მატჩში ყველაზე მეტი – 19 ჰქონდა.
 
ამ გამარჯვებით „პაფონმა“ მოგებ-წაგებათა ოდენობა გაითანაბრს (8-8) და ცხრილში „ჩიეტასთან“ ერთად VIII-XI ადგილებს იყოფს. დღეს ტურის დარჩენილი 7 შეხვედრა გაიმართება.