ნიკა მეტრეველი სერია A-ს “დინამოში” ითამაშებს

ნიკა მეტრეველი სერია A-ს “დინამოში” ითამაშებს

ნიკა ცქიტიშვილი სერია ა-ში ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი მომავალ სეზონში იტალიური სერია A-ს ბინადარ “დინამო სასარის” ღირსებას დაიცავს. 20 წლის ქართველი დინამოელებმა ერთი სეზონით სიენას “მონტეპასკიდან” ინათხოვრეს, რომლთანაც ნიკას კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.

მეტრეველმა გასული სეზონი ლეგადუეში, “რიმინის” მაისურით ჩაატარა და 28 მატჩში საშუალოდ 2.1 ქულასა და 1.9 მოხსნას აგროვებდა, ფლეი-ოფში კი “ვეროლისთან” სერიაში გაცილებით სარგებლიანი იყო – საშუალოდ 8 ქულა და 4 მოხსნა.
დღესდღეობით მეტრეველი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ავსტრიაშია შეკრებაზე და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. მისმა ახალმა კლუბმა “დინამომ” გასულ სეზონში მეექვსე ადგილი დაიკავა.