ნიკა მეტრეველი სიენაში გადავიდა

“სიენაში” საქართველოს კადეტთა ნაკრების ლიდერი და ქართული კალათბურთის ერთ-ერთი იმედისმომცემი წარმომადგენელი ნიკა მეტრეველი ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფრომაცია იტალიური გუნდის ვებ-გვერდზე გავრცელდა. მეტრეველი ამჟამად ტრავმირებულია და კადეტებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მის გარეშე მოუწევთ გამოსვლა.“სიენაში” ნიკას ძირითადად ახალგაზრდულ გუნდში თამაში მოუწევს. შეგახსენებთ, რომ “სიენას” ახალგაზრდებმა ევროლიგის შარშანდელ გათამაშებაში ტოპ-ოთხეულში ითამაშეს. მეტრეველი ამპლუით ცენტრია, თუმცა თავისუფლად შეუძლია მძიმე ფორვარდის ფუნქციების შესრულებაც.იმედი ვიქონიოთ, რომ ნიკას კარიერა წარმატებულად წარიმართება.