ნიკა მეტრეველის გუნდი დამატებით დროში დამარცხდა

ნიკა მეტრეველის გუნდი დამატებით დროში დამარცხდა

წარმატებულ სვლას ნიკა მეტრეველის “პაფონი ომენამ” მარცხიანი სერია მიაყოლა. პაფონელებმა ბოლო 4 შეხვედრაში მესამე წაგება განიცადეს – ამჯერად მეტრეველის გუნდი სტუმრად “ლიომატი გრუპს” შეხვდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში, დამატებით დროში 60:63 დამარცხდა.

 
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 33 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. მეტრეველმა 9 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2-დან 2 საჯარიმო მიითვალა, ხოლო 2 სამიანი კი ააცილა.
 
„პაფონი ომენას“ 13 მოგების წილ 12 მარცხი აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას მეტრეველის გუნდი 23 მარტს შინ, „ფერარასთან“ გამართავს.